მთავარიUncategorizedგახარია ჩვენი მინისტრია! - რას ვერ ხედავს ზუგდიდის საჯარო მოხელეთა ერთი ნაწილი...

გახარია ჩვენი მინისტრია! – რას ვერ ხედავს ზუგდიდის საჯარო მოხელეთა ერთი ნაწილი ორივე თვალით და სჭირდებათ თუ არა ჩვენს მინისტრისგან თვალდათხრილ ბავშვებს თაზო ფაცაციას შეთავაზებული თვალი?

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი შს მინისტრს გიორგი გახარიას მხარდაჭერას უცხადებს. მათ ხელი მოაწერეს შესაბამის პეტიციას და სოციალურ ქსელში გააზიარეს. ხელმომწერები მოითხოვდნენ არ გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ Manifest.ge-მ პეტიცია წაშალა. Manifest.ge-ს ადმინისტრაციამ პეტიცია ცოტა ხნის წინ წაშალა და განმარტებები გააკეთა.

“20 ივნისს შსს-მ დაშალა პარლამენტთან გამართული აქცია, სადაც მათ დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ იძალადეს ახალგაზრდებზე, უკანონოდ დააკავეს ადამიანები.

ამ საიტზე არასდროს დაიდება პეტიცია, რომელიც უპირისპირდება ადამიანს, ადამიანის უფლებებს და იცავს მოძალადეს“, – ნათქვამია ონლაინ პლატფორმის განცხადებაში.

ჩვენმა კოლეგებმა რადიო ,,ათინათიდან” მოასწრეს პეტიციის მისი ხელმომწერების დაფოქსირება. ხელმომწერებს შორის იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მისი მოადგილე ბესიკ ჭეჟია, საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი დავით შამათავა, მერიის ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” თანამშრომელი თემო კიკალეიშვილი და სხვები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თავისი სკანდალური განცხადებებით ცნობილმა თაზო ფაცაციამ 20 ივნისის ღამეს დაშავებულ ერთერთ ახალგაზრდას გადასანერგად თავისი თვალი შესთავაზა. მან ერთერთი ინტერნეტმომხმარებლისგან იქვე მიიღო პასუხი, რომ ეს ბავშვები ცალი თვალით უფრო კარგად ხედავენ, ვიდრე მისი თვალის გადანერგვის შემთხვევაში დაინახავდნენ, მით უფრო, რომ, თუ ფაცაცია თვალს დაითხრის, მხოლოდ ქართული ოცნებისათვის….

საქმე რომ მხოლოდ ფაცაციაში იყოს… რა ეშველება ზუგდიდის საჯარო მოხელეთა ერთ ნაწილში გაბატონებულ ფარისევლობასა და მაამებლობას? – საკითხავი აი, ეს არის

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...