მთავარისიახლეებიპოლიტიკანუ ერთიანდებით და მოგიყრით ადგილებს წვრილფეხობავ პარლამენტშიო - მთავარი, რაც გვითხრა...

ნუ ერთიანდებით და მოგიყრით ადგილებს წვრილფეხობავ პარლამენტშიო – მთავარი, რაც გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა

Published on

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პროპორციულ არცევნებში ნულოვანი ბარიერის დაწესების სესახებ სოციალურქსელებში აფეთქება მოყვა:

ქეთევან ქურდოვანიძე: ყველაფერი გარკვევით თქვა:

1. ახლა დაიშალეთ და 2020 თუ კარგ ხასიათზე ვიქნები, ვიღაცებს შევუშვებ პარლამენტშიო
2. გახარია საკრალურია და ხელი არ შაეკარებისო
3. კი არ გამოვუშვებ დაპატიმრებულებს, არამედ სხვებსაც დავიჭერო
4. ნუ ერთიანდებით ნაციონალებთან, წვრილფეხობაო და მოგიყრით ადგილებს პარლამენტშიო
5. თუ ცალი თვალის გამოთხრას არ იკმარებთ, ორივეთი დაგაბრმავებთო.

რევაზ კემულარია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნები უნდა გააქტიურდეს…

ხალხს თვალები დათხარეს! ბიძინა კი ისევ გამარჯვებულია!!! პროპორციული არჩევნების ნულოვანი პროცენტი, ნიშნავს ბიძინას სატელიტი პარტიების წევრების გაყვანას დეპუტატებად. ბიძინა ბევრ ფულს დახარჯავს ამისთვის!!!  თავის სატელიტ პარტიებს პარლამენტში!!! ამისთვის მას ყველა რესურსი გააჩია!ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილის განცხადებას: უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო მოითხოვეთ რიგგარეშე არჩევნები!!!

ლევან კვარაცხელია: ბარიერი პროპორციული წესით ნიშნავს რუსული პროექტების ვასაძეების და პატრიოტთა ალიანსების უფრო მეტი წარმომადგენლებით შესვლას პარლამენტში და 90იანი წლების რუსული სცენარით ქაოსს ! საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრულ ჩამოშლას!ვადამდელი! პროპორციულით! და ეხლავე დაახვიოს საფრანგეთის მოქალაქე რუსმა ოლიგარქმა თავის გახარიანად

ზვიად კვარაცხელია: ოლიგარქმა პასუხისმგებლობა ისევ არაფერზე არ აიღო. პირიქით, აქეთ დაგვამადლა, 2024-ში ვაპირებდით და კორექტივები გავუკეთეთ ჩვენს პარტიულ გეგმებსო. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, კარგად გვახსოვს გადატრიალებით მოსული შევარდნაძის მიერ შექმნილი მსგავსი ტიპის კონგლომერატი – ერჩივნა პარლამენტში ჰყოლოდა წვრილ-წვრილი პარტიები (მათ შორის კომუნისტური პარტელიტაც და კრიმინალებიც), ვიდრე ქუჩაში გასულიყვნენ და მშვიდი ძილი დაეფრთხოთ მისთვის.

ახლა კიდევ უფრო ნათლად გავიგეთ, რომ მოსკოვის მიერ დანიშნულ გახარიას ხელს ვერ ახლებს. არადა, ხალხის დამრბევი შინაგან საქმეთა მინისტრების ხელის გადაფარება არც ერთ ხელისუფლებას არ გაუვიდა, გვახსოვს ეგეც.

ოკუპაცია, ახალგაზრდების პროტესტი და თვალდათხრილი, დასახიჩრებული ადამიანები არც უხსენებია/არც გახსენებია ამ ჩვეულებრივ რენეგატს!

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...