მთავარისიახლეებიპოლიტიკაიძლეოდა თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ჩუბინიძე აქციის...

იძლეოდა თუ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ჩუბინიძე აქციის მონაწილეებთან ანაგარიშსწორების უკანონო განკარგულებებს 20 ივნისის ღამეს?

Published on

რატომ იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი აქციაზე და იძლეოდა თუ არა ის უკანონო განკარგულებებს – ოპოზიცია მოითხოვს, ამ კითხვაზე პასუხი გამოძებამ გასცეს.

ასეთი ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც „რადიო თავისუფლებამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმის უკან დგას და ხელში ფარი თვადაც უჭირავს.

როგორც ოპოზიცია ამბობს, ჩუბინიძის ფუნქციებში შედის პარალამენტის შენობაში უსაფრთხოების ფაცვა, მაგარამ გარე პერიმეტრზე მას არაფერი ესაქმებოდა.- ევროპული საქართველოს წევრების თქმით, თუ ანზორ ჩუბინიძე დარბევის ბრძანებას გასცემდა და აძლევდა მითითებებს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს, ეს არის კანონდარღვევა და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს.

„ფაქტია, რომ დარბევის გადაწყვეტილება მიიღო პირადად ივანიშვილმა და მოახდინა მისი კომუნიკაცია გახარიასთან, მაგრამ რადგან ანზორ ჩუბინიძე ასევე იმყოფებოდა პარლამენტის პერიმეტრი, უშუალოდ დარბევის დროს პოლიციელებთან ერთად, შესაძლებელია, რომ დავალება მან ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილისგან. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს არაფერი ესაქმება აქციაზე, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის უკანონობა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის: ჩუბინიძე პირადად იცავდა ბიძინა ივანიშვილს მაშინაც, ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. მას შემდეგ კი რაც ივანიშვილი ხელისუფლების უმაღლესი პირი გახდა ჩაიბარა მისი როგორც სახელმწიფო მოხელის დაცვა.

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...