მთავარისიახლეებისაზოგადოებასპორტსმენებმა ცალ თვალზე ხელის აფარებით აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გაამხნევეს

სპორტსმენებმა ცალ თვალზე ხელის აფარებით აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გაამხნევეს

Published on

რუსთაველის გამზირზე გამოსვლებს მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი სპორტსმენები. თბილისის ლოკომოტივისა და რუსთავის მატჩში ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, დავით ჯიქიამ და ოთო კობახიძემ ცალ თვალზე ხელის აფარებითაქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გაამხნევეს.

ფეხბურთელებს ასევე მაისურზე ჰქონდათ წარწერა: “გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია.”

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების წევრმა თედო აბჟანდაძემ იტალიასთან მატჩის დროს გამოხატა სოლიდარობა და გატანილი დარტყმის შემდეგ ცალ თვალზე ხელი აიფარა. 

“რუსეთი ოკუპანტია, განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენებს” – ამ ტექსტით twitter-ზე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. მას შემდეგ დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის ნიშნად თვალახვეული მიდიან. 

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...