მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ერთ გოჯ მიწასაც ვერ გადმოლახავ საქართველოში" - ქისტი ქალის პასუხი კადიროვს

“ერთ გოჯ მიწასაც ვერ გადმოლახავ საქართველოში” – ქისტი ქალის პასუხი კადიროვს

Published on

საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონი, ნონა ხანგოშვილი რამზან კადიროვის მუქარას პასუხობს და აცხადებს, რომ ის ერთ გოჯ მიწასაც ვერ გადმოლახავს საქართველოში.


“რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს. ამით დაანახეს რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის.

ჩვენს გვერდით არიან 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო. კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე.

და ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე. ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს.”- ნათქვამია საპასუხო წერილში.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...