მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და საქართველოში დაისვენონ "- სააკაშვილი

“უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და საქართველოში დაისვენონ “- სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ. სააკაშვილის თქმით, პუტინმა საქართველოს ემბარგო მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ივანიშვილმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ შეაყვარა რუსის ჩექმა ქართველებს.

„რუსები საბოლოოდ გათავხედდნენ და ჩაიყვანეს თბილისში ოკუპანტი, რომელიც დაჯდა პარლამენტში და რუსული დროშა ააფრიალა, რის გამოც დაიწყო ახალგაზრდების გამოსვლები. პუტინმა დაინახა, რომ პრორუსმა ოლიგარქმა მისი დავალება ვერ შეასრულა და ვერ შეაყვარა ქართველებს რუსული ოკუპაცია. ამიტომ გადაწყვიტა ქართველების დასჯა, გააუქმა ფრენები და საქართველოდან რუსი ტურისტები გაიწვია. მინდა, მივმართო უკრაინელებს. უკრაინელო ძმებო და დებო, წადით დასასვენებლად საქართველოში. მინდა, შევხვდე უკრაინული ავიაკომპანიების ხელმძღვანელებს და ვთხოვო, რომ დაწიონ ფასები ბილეთებზე. მოველაპარაკები ტუროპერატორებს და ქართულ სააგენტოებს, რომ უზრუნველყონ ადამიანური პირობები და საგზურების ხელმისაწვდომობა. უკრაინელებს ვთხოვ, რომ გამოუცხადონ სოლიდარობა ქართველებს და რუსების ნაცვლად, საქართველოში მათ დაისვენონ და პუტინის კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა ჩაიშალოს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...