მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბოლო ბასტიონი ოლიგარქიატის დაეცა საქართველოში 20 ივნისს"- ზაალ უდუმაშვილი

“ბოლო ბასტიონი ოლიგარქიატის დაეცა საქართველოში 20 ივნისს”- ზაალ უდუმაშვილი

Published on

„20 ივნისს წაიშალა ყველა ზღვარი პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის. ეს აქცია არის ზეპარტიული,“ – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა წუხელ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილმა  აღნიშნა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ივანიშვილის რეჟიმი დასრულდა.

„გახარია, რომელიც თანამედროვე როდიონოვივით გამოვიდა გუშინ ტელევიზორში და თითის ქნევით გველაპარაკებოდა, თუ მაგარი ბიჭია, გავრილოვისთვის დაექნია თითი, ფიანდაზები, რომ დაუგო და ისე შემოუშვა საქართველოში. დღეს ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება, ბოლო ბასტიონი ოლიგარქიატის დაეცა საქართველოში 20 ივნისს,“ – განაცხადა უდუმაშვილმა.

საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდება.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და 20 ივნისის აქციის შემდეგ დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, გახარიას გადადგომისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.

სიახლეები

ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე ან ციხეში – პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე

"ბატონებო! ბრალდებულს ეძლევა ბოლო სიტყვა იმისთვის რომ იმართლოს თავი; მე არაფერი მაქვს თავის სამართლებელი და...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის...

“რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული” – ზელენსკი

"რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი მთავარი აღლუმი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული" - ამის შესახებ უკრაინის...

ილია თოფურია თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა...