მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა" ჯიხაშკარის ინციდენტზე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს

“ნაციონალური მოძრაობა” ჯიხაშკარის ინციდენტზე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს

Published on

 ნაციონალური მოძრაობა ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას მიმართავს და მისგან რეაგირებას ითხოვს. კომისიის სხდომა დღეს არის ჩანიშნული.ჯიხაშკარში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია კორცხელის გამეორების მცდელობას უკავშირებს, სამეგრელოში გუშინ გარკვეულმა ჯგუფმა სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლა სცადა.ნაცმოძრაობაში დარწმუნებული არიან, რომ ვითარების დაძაბვას ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთა ცდილობდა.“მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას ჯიხაშკარის ინციდენტზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტების პირდაპირ ცდილობდნენ, რომ სანდრა რულოვსის შეხვედრა ჩაეშალათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თბილისში, ისევე როგორც რეგიონებში მუდმივად, ქართული ოცნების აქტივისტები ცდილობენ ასეთი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა პროვოკაციული და ძალადობრივი ქმედებებით ჩაახშონ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...