მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ეკლესიის დიდი პრობლემა საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა- მეუფე პეტრე მის...

დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა- მეუფე პეტრე მის მიმართ მუქარებსა და ცილიმწამებლურ განცხადებებს ეხმაურება

Published on

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„დიდი ხანია, პატრიარქს და წმინდა სინოდს ვთხოვ, განიხილოს სასულიერო პირების უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადებები და დაისაჯონ ისინი კანონიკური სამართლით. მაგრამ ამაოდ. საეკლესიო სასამართლოს არარსებობა და განუკითხაობაა დღეს ეკლესიის დიდი პრობლემა“, – განუცხადა მეუფე პეტრემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, პატრიარქის ქორესპისკოპოსი მეუე იაკობი ჭყოდიდელ მიტროპოლიტს დაემუქრა და სიცრუეში დაადანაშაულა “მეუფე პეტრემ, როგორც ყოველთვის, დღესაც მოიტყუა. თითქოს წუხელ დაკეტილი იყო ქაშვეთის დაძარი, როცა ღია იყო. უშუალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ იყო და ღია იყო, რომ იცოდეთ რა… ჰოდა, მეუფე პეტრეს ვისგან აქვს მაგ ინფორმაცია ხო? ახალაიებისგან თუ კიდე ვისგან, ვერ გეტყვით. ჯობია ჭკვიანად იყოს და თავის საქმეს მიხედოს, ეპარქიაში ჩავიდეს და… როცა ჩამოდის თბილისში, პატრიარქისგან კურთხევა აიღოს, ან პატრიარქის ქორეპისკოპოსებისგან. ისე უფლება არა აქვს, მასე რომ გამოდის და კეკლუცად ლაპარაკობს”, – ამბობს მეუფე იაკობი.

დეკანოზი შალვა კეკელია 20 ივნისის აქციის დაშლისას ქაშვეთის ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით მეუფე პეტრეს განცხადებას გამოეხმაურა და მას „ცრუ პეტრე“ და „პატრიარქის მოწინააღმდეგე“ უწოდა.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...