მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსი ტურისტის ,, კაშილიოკი" თუ საქართველო? ხალხს, რომელიც პურის გამო...

რუსი ტურისტის ,, კაშილიოკი” თუ საქართველო? ხალხს, რომელიც პურის გამო დღეს დათმობს თავისუფლებას, ხვალ არ ექნება პურიც!

Published on


რუსეთს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოს კი ბევრი. ქართველებმა ტურისტები დაკარგეთ, გილოცავთ”- ნიშნისმოგებით აცხადებს პუტინის კარზე მიღებული, სკანდალურად ცნობილი ნაქართველარი თინა კანდელაკი. – ასე ეხმაურება იგი ვლადიმერ პუტინის განკარგულებას საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ.

რას ფიქრობენ ამაზე ქართველი ინტერნეტმომხმარებლები?

,,1500 ტურისტი, რომლებიც 2 სოსისს ყიდულობენ სადილად და 1 ფუნთუშას ვახშმად, დიდი ეკონომიკური დარტყმაა. 😁 ჩამოვლენ უკრაინელები, ბელორუსები, სომხები, ევროპელები. რუსემა იკითხონ, თორემ ჩვენ ტურისტი არ მოგვაკლდება, სამოთხეში ვცხოვრობთ – ქეთევან ქურდოვანიძე

 ,,რუსი ტურისტი, რომელიც რუსეთს ოკუპანტად არ თვლის, თვითონაც ოკუპანტია. თუ ჩვენ ვეთანხმებით მაქსიმას, რომ ფული არ ყარს, მაშინ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ ოკუპანტზე და დავახ ვედროთ ჯიბე მის ფულს. სხვანაირად არ გამოდის. ევროპელი და ამერიკელი ტურისტების შემოსევა საქართველოში არ შეინიშნება. ჩვენი ტრადიციული სტუმრებია ყოფილი სსრკ- ს მოქალაქეები, მეტწილად რუსები. მათი ბოიკოტი მაშინვე დაეტყობა ქართულ ეკონომიკას. ცოტა მეტი ფიქრი და პრაგმატული გათვლები გვმართებს, როცა ისედაც ჩიხში ვართ” – რაულ ჩილაჩავა

,,ერთი ფაქტი მოიყვანოს ვინმემ რუსი ეროვნების გამო ვის შეექმნა პრობლემა! საქართველოში არ ერჩიან ტურისტს,საქართველო ებრძვის ოკუპანტს!

,, საბოლოო ჯამში ოკუპირებულმა ქვეყანამ თავისი კეთილდღეობა ოკუპანტზე არ უნდა ააგოს! ან უნდა შეეგუოს როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ ოკუპაციასაც და ქვეყანა გადააბაროს ოკუპანტს! ხალხი რომელიც პურის გამო დღეს დათმობს თავისუფლებას, ხვალ არ ექნება პურიც! ” – მერაბ რაფავა

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...