მთავარიUncategorizedალექსეი ნავალნი: ,,რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტის გამო?"

ალექსეი ნავალნი: ,,რატომ სჯის პუტინი რუსებს ქართველების პროტესტის გამო?”

Published on

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ვლადიმირ პუტინს საქართველოში ავიარეისების გაუქმების გამო აკრიტიკებს.  

“პუტინმა გადაწყვიტა, საქართველოს ქუჩის აქციების გამო დასაჯოს. მან ავიარეისები აკრძალა საქართველოში. ბევრი რუსი ვერ შეძლებს იქ იაფად და ხარისხიანად დასვენებას. კითხვა: პუტინი ქართველების პროტესტის გამო, რატომ სჯის რუსებს?”,- წერს ნავალნი twitter-ზე . 

ოპოზიციონერი რუსეთის პრეზიდენტს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მან მთავრობას საქართველოდან რუსი ტურისტების გაყვანა დაავალა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...