მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს ხელისუფლება მკვლელია, ამ ხელისუფლებამ მოკლა დედაჩემი, მოკლავს ყველას სკამის გადასარჩენად -...

ეს ხელისუფლება მკვლელია, ამ ხელისუფლებამ მოკლა დედაჩემი, მოკლავს ყველას სკამის გადასარჩენად – ბაჩანა შენგელიას ემოციური მიმართვა

Published on

ეს ხელისუფლება მკვლელია, გუშინდელი ღამის შემდეგ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა? – ამ სიტყვებით ბაჩანა შენგელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ გუშინდელ ღამეს გამოჩნდა რისი გაკეთება შეუძლია ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„ეს ხელისუფლება არის მკვლელი ამ ხელისუფლებამ ექვსი თვის უკან მოკლა დედაჩემი ია კერზაია და ექვსი თვეა ეს ხელისუფლება ცინიკურად მიმტკიცებს,რომ გამოიძიებს ამ საქმეს.

ყველა ის აქტორი ვინც ამ დღეებში ასე თავისი დიდებულებით წარმოჩინდა, აქ არის შს მინისტრი მთავარი პროკურორი პარლამენტი თავმჯდომარე, ყველა მატყუებს, პრემიერი სტრასბურგიდან მატყუებს, რომ ამ საქმეს გამოიძიებს.

ეს ხელისუფლება მოკლავს ყველას ჩვენ დავინახეთ წუხელ, რომ თავისი სკამისთვის, ის მოკლავს ახალგაზრდებს, მოკლავს ნებისმიერ, ვინმეს ეჭვი ეპარება გუშინდელი ღამის მერე, რომ ამ ხელისუფლებამ დედაჩემი მოკლა?“-მიმართა ბაჩანა შენგელიამ აქციის მონაწილეებს.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...