მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ... მე თქვენს...

“ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ… მე თქვენს გვერდით ვარ” – მეუფე საბა თბილისის მოვლენებზე

Published on

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა, თბილისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის უმძიმესი იყო გუშინდელი ღამის კადრების ხილვა.


“სამწუხაროდ საქართველოში კვლავ მეორდება 90-იანი წლების მოვლენები. ძმათა სისხლის ღვრა! ეს დაუშვებელია. პოლიციას უფრო მეტი მოეკითხება. დღეს სამღვდელოება სიძულვილისკენ და დაპირისპირებისკენ კი არა, მშვიდობისკენ უნდა მოუწოდებდეს საზოგადოებას. მე თქვენს გვერდით ვარ, გამოხატეთ პროტესტი, მშვიდობიანი პროტესტი. ქრისტეს სახელით სპეკულირება ხდება, ამას ნუ აყვებით ეს დაუშვებელია. ვიცი, რთულია ამ ყველაფრის მოთმენა, რთულია მოითმინო, როდესაც გაფურთხებენ, გაგინებენ, შეურაცხჰყოფას გაყენებენ, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ. ეს არ არის გზა რომელიც ჩვენ გვჭირდება. მოვიქცეთ ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება, ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება არჩევნებით, ეს უნდა ვისწავლოთ და მივბაძოთ მათ. არ ღირს არცერთი ხელისუფლების ცვლილება თუნდაც ერთი ადამიანის სისხლის ფასად. რუსეთის მონობაში საქართველო არ უნდა დავუშვათ, ვიცი არ დაუშვებს არცერთი ქართველი ამას. ჩვენც დავიხოცებით ისე როგორც 9 აპრილს, არასდროს დავუშვებთ საქართველოს მონობაში დაბრუნებას.“- განაცხადა მეუფე საბამ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...