მთავარისიახლეებისაზოგადოებასროლა ვაკეში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული შესაძლოა იუსტიციის მინისტრის მეგობარი კრიმინალური...

სროლა ვაკეში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკლული შესაძლოა იუსტიციის მინისტრის მეგობარი კრიმინალური ავტორიტეტი იყოს

Published on

 ცოტა ხნის წინ  ვაკეში, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ახალგაზრდა ბიჭი ჩაცხრილეს, არაოფიციალური ინფორმაციით სახელდება მოკლულის ვინაობა – სოსო ჯოხაძე, რომელიც  ნასამართლევია  და მისი სახელი არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს.
თვითმხილველები საუბრობენ 5-6 გასროლაზე, რომელიც  ინცინდენტის მომენტში გაიგონეს. მათი თქმით,   გაჩერებულ მანქანაში, შავი ფერის ჯიპში მჯდომ მამაკაცს ერთმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელს სახეზე მაისური ჰქონდა მოხვეული. ახალგაზრდა   ადგილზევეა  გარდაცვლილი,ხოლო მის გვერდით მჯდარი კიდევ ერთი პირი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.  
ჯერჯერობით არ დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია თავდამსხმელის დაკავების შესახებ  –  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე  არ გაუკეთებია.
ამასობაში კი თბილისში ვრცელდება მითქმა – მოთქმა, რომ მოკლული სწორედ ის  სოსო ჯოხაძეა , რომელიც იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბავშვობის მეგობარია და მასთან ერთად ფიგურირებს ფოტოებზე, რომელიც კრიმინალურ ავტორიტეტებთან იუსტიციის მინისტრის ახლო კავშირის  მამხილებელი დოკუმენტის სახით არაერთხელ გამოქვეყნებულა  მედიაში. 
 
 

 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...