მთავარისიახლეებისამხედრო თემადღეს გონიოში გიორგი ნანეტაშვილისა და იაგო შარაძის სიმბოლურად დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება

დღეს გონიოში გიორგი ნანეტაშვილისა და იაგო შარაძის სიმბოლურად დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება

Published on

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს შავ ზღვაში წვრთენებისას დაკარგულ სამხედროებს  გიორგი ნანეტაშვილსა და იაგო შარაძეს საზღვაო წესით მიაგებენ პატივს –   სამხედრო-საზღვაო წესისამებრ  გაიმართება მათი  სიმბოლური  დაკრძალვის ცერემონიალი.გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიის ზოლში,  იმ ადგილზე, სადაც სამხედროები დაიკარგნენ, ზღვაში,  ყვავილწნულებს შეაცურებენ.
სიმბოლური დაკრძალვის ცერემონიალს   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც დაესწრება. 
კაპრალი იაგო ვლადიმერის ძე შარაძე (დაბ. 07.02.1990) საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობდა.
I კლასის რიგითი გიორგი გელას ძე ნანეტაშვილი (დაბ. 25.08.1992) კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო.
 
დაღუპული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გუშინ შეწყდა, შავ ზღვაში სამუშაოები შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც.   თუმცა ოჯახის წევრები ძებნის გაგრძელებას ითხოვენ და გონიოს სანაპიროზე შიმშილობა გამოაცხადეს.
ძლიერდება საზოგადოების პროტესტიც, რომლისსაფუძველია ინფორმაცია   სამხედროების დაღუპვის გარემოებათა შესახებ- გუშინ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა თავად მინისტრმა ლევან იზორიამ მისი თქმით, გაირკვა  რომ ინტრსუქტორებს, რომლებიც მყვინთავების წვრთნებზე იყვნენ პასუხისმგებელი, შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ. იზორია ამბობს, რომ თავდაცვის უწყებაში ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მყვინთავ-ინსტრუქტორის სპეციალისტს არ უმუშავია. მინისტრის ბრძანებით ყველა მსგავსი სწავლება დროებით შეწყდა. 
 
ლევან იზორიას განცხადებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. მან მინისტრის განცხადება ჩაასწორა და განმარტა, რომ სპეცრაზმელებს მომზადების პროგრამა ჰქონდათ, თუმცა შესაძლოა მასში გარკვეული ხარვეზები ყოფილიყო.
დაკარგული სამხედროების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურა სწავლობს. 

 

სიახლეები

ისრაელმა ყატარის დედაქალაქში “ჰამასის” შტაბ-ბინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ზალების განცხადებით, მძლავრი და ზუსტი საჰაერო იერიშია მიტანილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე...

მამუკა გაწერელიას დედა მელანია ტრამპს ღია წერილით მიმართავს

რუსი ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე მელანია ტრამპს წერილს...

სახალხო დამცველის განცხადებაში მოწოდება მომიტინგეების მისამართითაც კეთდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს და მიმარტავს როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებს, ასევე ოპოზიციური პარტიების...

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...