მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია - სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია – სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა

Published on

ცესკო-მ პოლიტიკური გაერთიანება „კვარაცხელია – სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი განკარგულება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აწერს ხელს, ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 
 
”საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს თავმჯდომარეს მიმართავს სათანადო განცხადებით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე.
 
შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
გამომდინარე ამ ახლადაღმოჩენილი გარემოებიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვადგენ – “საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია – სოციალისტები“ და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივლისის №44/2016 განკარგულება ბათილად იქნას ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც თამარ ჟვანია აწერს ხელს.
 
აღნიშნული განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...