მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა.

ანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა.

Published on

ანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა „მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა.ბანაკს მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა. პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. ახალგაზრდული ბანაკის ოფიციალუირ გახსნას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის აღსანიშნავად ბანაკში ოლიმპიური ჩირაღდანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ შემოიტანა და ოლიმპიური ცეცხლი აანთო .ღონისძიება მომავლის ბანაკის ოფიციალური ჰიმნით და ფეიერვერკებით დასრულდა.

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...