მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინეს. საკრებულოში მისი გამოსვლის ჩაშლის საშიშროება დადგა

თბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინეს. საკრებულოში მისი გამოსვლის ჩაშლის საშიშროება დადგა

Published on

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გამოსვლა შეაწყვეტინეს. თბილისის მერის მიერ ანგარიშით გამოსვლას სხდომაზე მყოფი რამდენიმე პირის უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 
თბილისის მერს სიტყვა შეაწყვეტინა ცოტნე გამსახურდიამ, რომელიც საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სხდომას იარუსიდან ადევნებდა თვალყურს.
მერი საუბრობდა იმის შესახებ, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას ყაზბეგის 22 ნომერში ხეების გაჩეხვის ფაქტთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება რომელიმე პირის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ ფრაზამ საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ხმამაღალი შეძახილებით მერის გამოსვლა ჩაშალეს.
აღსანიშნავია, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თავად საკრებულოს სხდომათა დარბაზის იარუსზე მყოფ პირებს შორის. ისინი მალევე დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.
როგორც გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა და დამსწრე საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდა.
„დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, – განაცხადა მან

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...