მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოში თბილისის მერის ანგარიშს ისმენენ, საკრებულოს გარეთ კი მას ...

საკრებულოში თბილისის მერის ანგარიშს ისმენენ, საკრებულოს გარეთ კი მას პლასტმასის ნაჯახით ელოდებიან

Published on

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს –  დეპუტატები ისმენენდედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშს   უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
სხდომა   ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. 
ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ  დეპუტატებსა და მერს  მიმართა და დავით ნარმანიას მისი მმართველობის პერიოდში არსებული ხარვეზები და პრობლემა შეახსენა, კერძოდ, სოციალურად დაუცველი გარკვეული ჯგუფისათვის კომუნალური ვაუჩერის შეჩერება, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის მარგიშვილის დასაქმებისთვის ცენტრის შექმნა, რაც დედაქალაქს რამდენიმე მილიონი დაუჯდა და სხვა საკითხები. 
დასასრულ  მერს განუცხადა, რომ თბილისელებს უნდა მიეცეთ საშუალება აირჩიონ ახალი მერი, რომელიც არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. 
”თქვენ შეიძლება გადადგომის უფლება არ გქონდეთ, თქვენი მერობით ყველაზე მეტად სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა ნახა”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 
”ქართული ოცნების” წევრმა, ნუგზარ მალაღურაძემ კი სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული შეცდომები გაახსენა. შედეგად მალაღურაძის სიტყვებმა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თამაზ შოშიაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც კამათი მოყვა.
ამ წუთებში საკრებულოს სხდომა კვლავ განახლდა და მასზე დავით ნარმანია სიტყვით გამოდის.  იგი  მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც გასცემს პასუხს. 
საკრებულოს გარეთ კი მოქალაქეთა აქცია გრძელდება. მათ დავით ნარმანიას  საკრებულოს შესასვლელთან  პლასტმასის ნაჯახით დაახვედრეს. როგორც  შეკრებილები აცხადებენ, ნაჯახი თბილისში მისი ბრძანებით გაჩეხილი ხეების სიმბოლოა.  
 
 
 

 

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...