მთავარისიახლეებისპორტიქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ

Published on

წუხელ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებსა და სპორტსმენებს გულშემატკივრები დახვდნენ.
აეროპორტში იმყოფებოდა ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელმაც  მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისათვის, მისი თქმით, ეს არის ქვეყნის წარმატება და სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას.
 თავის მხრივ ოლიმპიელებმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში გვგულშემატკივრობდა, ვისაც ჩვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეეპარა. ეს გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის და მთელი საქართველოსი. ემოციები დღეს უფრო მეტად გვაქვს მოჭარბებული და ამდენი ადამიანის აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა", – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს

სიახლეები

“ბევრმა ირწმუნა სიცრუე და არა ის პროგრესი, რაც თქვენ საქართველოს მოუტანეთ” – ანი ნადარეიშვილი მიხეილ სააკაშვილს

ანი ნადარეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და წერს, რომ ბევრმა ირწმუნა სიცრუე...

ავღანეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლი, სავარაუდოდ, ათასობით ადამიანია

ჩრდილოეთ ავღანეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის მსხვერპლი, შესაძლოა, ათასობით ადამიანი იყოს. ბიძგები თურქმენეთში, პაკისტანში, ტაჯიკეთში,...

71 წლის გაგრელმა აზა ჩილაჩავამ, დაკავების შემდეგ მშრალი შიმშილობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების თქმით, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, პოლიციელებმა...

კახა ალშიბაია – “კანონიერი ქურდის” კრიმინალური და არაკრიმინალური ბიოგრაფიის დეტალები

31 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა კრიმინალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე “სტაჟიანი” და უცვლელი “კანინიერი...