მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მომხდარ მიწისძვრას განცხადებით ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მომხდარ მიწისძვრას განცხადებით ეხმაურება

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიაში, ქალაქ პერუჯას მახლობლად მომხდარ ძლიერ მიწისძვრას განცხადებით ეხმაურება.
.„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქ.პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო (ეპიცენტრით ქალაქები : ასკოლი, ამატრიჩე, აკუმოლი, რიეტი) რასაც მოჰყვა მსხვერპლი, არიან დაშავებულები. საქართველოს 
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს წევრებს და იტალიის მთავრობას.
. იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან .
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 – სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 – 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში," – ნათქვამია განცხადებაში. 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...