მთავარისიახლეებისამართალიტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავი არ არის -...

ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავი არ არის – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

Published on

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქვეყანაში დაგეგმილი ტერორისტული აქტის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მამფორია თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ნათესავია.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება  თავდაცვის მინისტრის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
„ინფორმაცია, თითქოს დაკავებული ლევან მ. თავდაცვის მინისტრის ნათესავია, არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია.  ლევან მ.-ს არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს თავდაცვის მინისტრთან. ამასთან, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კონკრეტული სუბიექტების მხრიდან, მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მიმართულია ლევან იზორიას დისკრედიტაციისკენ, რაც სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. დაკავებულია 7 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ფოთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ლევან მამფორია. 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...