მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთვის, სადაც ჩვენი ენერგია და რესურსები ერთმანეთის...

სანდრა რულოვსი: ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოსთვის, სადაც ჩვენი ენერგია და რესურსები ერთმანეთის კონფრონტაციის ნაცვლად მოხმარდება წინსვლასა და კეთილდღეობას

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან  სანდრა ელისაბედ რულოვსი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს მიმართავს: 
ძვირფასო ფეისბუქ მეგობრებო,
როგორც მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში პოლიტიკაში ნაკლებად ვიყავი ჩართული. მე გარკვეულ წარმატებას მივაღწიე ჯანმრთელობის, სოციალურ, გენდერულ და კულტურულ სფეროებში.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში მე ვხედავ აშკარა რეგრესს პროგრესის ნაცვლად, სტაგნაციას განვითარების ნაცვლად, ამას ემატება მთავრობის ბუნდოვანი ორიენტაცია, რაც, ხშირად, არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში.
დროა დემოკრატიული გზით შევცვალოთ ხელისუფლება, რათა დავაბრუნოთ საქართველო პროგრესის გზაზე და უზრუნველვყოთ სტაბილური განვითარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პირობებში. ვფიქრობ, ამ ყველაფერში შემიძლია მნიშვნელოვანი როლი შევასრულო. ჩვენ, ერთად ვიმუშავებთ უფრო ძლიერი და გაერთიანებული საქართველოსთვის, სადაც ჩვენი ენერგია და რესურსები ერთმანეთის კონფრონტაციის ნაცვლად, მოხმარდება წინსვლასა და კეთილდღეობას.
მე ვიღებ ამ გამოწვევას! როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა – “რისიც გჯერა და იცავ, ბრძოლის გარეშე ვერ მოიპოვებ!”
მე, ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას ვუძღვნი იმ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოში, ერაყში, ავღანეთში, უკრაინაში და მათ სამშობლოს დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
ჩემი გადაწყვეტილება ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ფერისცვალების დღესასწაულს: ჩემთვის, მართლა, დიდი ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს თქვენი თანადგომის. მომწერეთ ხოლმე თქვენი მოსაზრებები.
 

სიახლეები

ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები- მამა ილია

"ციხეში ქრისტეს დაბადებას ყველაზე მეტად იგრძნობდნენ ჩვენი პატიმრები. დღეს ყველაზე ახლოს მათთან არის ქრისტე"...

ორი პირი დაჭრეს, ორს – მანქანა დააჯახეს, დაკავებულია სამი პირი – შემთხვევა გარდაბანში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის...

ყაჩაღობისთვის ძებნილი ერთი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს...

თბილისში 22 წლის ბიჭი დაჭრეს

თბილისში 22 წლის პირი დაჭრეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცხელებს. გელა გელაძის უწყების...