საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ბათუმს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ელენე ხოშტარიასთან ერთად ესტუმრა.ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ხელშეწყობის ფარგლებში სანდრა რულოვსმა და ელენე ხოშტარიამ ბულვარში ველოსიპედებით გაისეირნეს და ადგილობრივებთან ფოტოებიც გადაიღეს. სანდრა რულოვსმა ბათუმის განვითარების პოტენციალზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.“ ბათუმში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, ბევრი აკლია ამ ქალაქს, განვითარება შეიძლება კიდევ. წვიმაში დავდიოდით ველოსიპედით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა საუკეთესოა, ვესაუბრე ხალხს სხვადასხვა ქალაქიდან და ძალიან თბილად შემხვდნენ.“- განაცხადა სანდრა რულოვსმა, იგი დღეს სამეგრელოს ეწვევა და შეხვედრებს განმუხურში, ორსანტიასა და კახათში გამართავს.