მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუძღვის თუ არა დანაშაული თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების დაკარგვაში?

მიუძღვის თუ არა დანაშაული თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების დაკარგვაში?

Published on

გონიოში, ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის იაგო შარაძის მამა თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობაში ადანაშაულებს. "ვფიქრობ, უსაფრთხოება არ იყო დაცული. მეც გვიან გამაგებინეს. ამბავი პირველ საათზე მოხდა და მე სამი საათის შემდეგ გავიგე. ვინც იყო ინსტრუქტორი ალბათ იმის ბრალია. პირველი იყო ცურვაში. უჟანგბადოდ რომ გასულიყო, შეძლებდა უკან გამოსვლას, მაგრამ სიღრმეში რომ შევიდნენ, კონტროლი ხომ იყო საჭირო? ინსტრუქტაჟი ხომ უნდა ჩაეტარებინათ", – აღნიშნა იაგო შარაძემ.
საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია.თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...