მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია - იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

Published on

“თავისუფალი ხალხის პარტიის” ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში “საქართველოს დაბადება” ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში “ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, რადგან ხვრეტდნენ”, “ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი” უწოდა გიორგი ბარამიძის დაკავებას. 

“რას არ აბრალებდით გია ბარამიძეს და ბოლოს გამოვიდა, რომ ჩემი გადაცემის გამო დაიჭირეთ? […] ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიმართ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ […] გია ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში, უბრალოდ არაფერში წერია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი […] მთელი ცხოვრება იძახოდით სისხლიანი ნაცებიო და ბოლოს გამოვიდა, რომ კაცმა 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოჰყვა, მაგის გამო დაიჭირეთ […]
მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი სამშობლოს ღალატზე გაასამართლო […] ეს იქნება სახელმძღვანელო, იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი […] დედამიწის ზურგზე ვერცერთი პროკურორი მე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას სამშობლოს ღალატთან რამე კავშირი აქვს […] იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა […] ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა არ შეიძლება […] ბარამიძემ რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ამის გამო ის სამშობლოს მოღალატე არ არის”. – თქვა “თავისუფალი ხალხის პარტიის” (ყოფილი “გირჩი”) თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ რეჟიმის პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობის დროს.
პროკურატურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია ბარამიძე “სამშობლოს ღალატის”, კერძოდ, “საბოტაჟის” ბრალდებით დააკავეს – მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...