მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო - ,,ქართული ოცნება'' ოცნებებში ყოფნას...

უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო – ,,ქართული ოცნება” ოცნებებში ყოფნას კიდევ ოთხი წლით გეგმავს

Published on

ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ როგორ ჩავაბაროთ დღეიდან 4 წლის თავზე უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა თბილისელებსაც მიმართა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კონსოლიდაცია და გაერთიანება სთხოვა. „ჩემო საყვარელო თბილისელებო, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი პატივისცემა თქვენს წინაშე, მინდა ქედი მოვიხარო თბილისის გმირობის წინაშე და მინდა კიდევ ერთხელ გთხოვოთ კონსოლიდაცია, გაერთიანება საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ჩვენი დახლეჩილი საზოგადოების სიყვარულით, უკეთესი მომავლის დღის წესრიგით გაერთიანებას. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ჩატეხილი ხიდის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სიყვარულით და თავდადებით ემსახურება საკუთარ ხალხს და ნამდვილად არ არის ფუფუნება ამ ადგილას დგომა და ამ მოვალეობაში ყოფნა – ეს დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც მკაფიოდ, კონკრეტულად და ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა გვაქვს, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების მეორე დღიდან მოყოლებული, თუ როგორ ჩავაბაროთ დღეიდან 4 წლის თავზე უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული და სიყვარულით აღსავსე საქართველო. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გაგიმტყუნოთ იმედები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....