მთავარისიახლეებიპოლიტიკაარასამთავრობო სექტორი დემურ სტურუას თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას შსს აკისრებს

არასამთავრობო სექტორი დემურ სტურუას თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობას შსს აკისრებს

Published on

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება გრძელდება, თუმცა არასამთავრობო სექტორი საქმის შედეგისგან დამოუკიდებლად, ხელისუფლებას მიმართავს და ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.მესამე სექტორი სრულ პასუხისმგებლობას შსს-ს აკისრებს და ნარკოპოლიტიკის რეფორმირებას ითხოვს.არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციით, მსგასი შემთხვევები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის შედეგია და ცვლილებები უწყებრივ და საკანონმდებლო დონეზე უნდა განხორციელდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გახდეს მთლიანად პოლიტიკის ცვლილების საფუძველი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებისთვის და სწორედ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ხდება ამ ქვეყანაში ტრაგიკული ფაქტების საფუძველი,“ – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძულმა.

 
 
 
 
 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...