მთავარისიახლეებისაზოგადოებატელე- რადიო კომპანია "ოდიშის" სახელწოდებით შექმნილია ყალბი პროფილი- ადმინისტრაცია ფეისბუკ მომხმარებლებს აფრთხილებს

ტელე- რადიო კომპანია “ოდიშის” სახელწოდებით შექმნილია ყალბი პროფილი- ადმინისტრაცია ფეისბუკ მომხმარებლებს აფრთხილებს

Published on

ტელე-რადიო კომპანია "ოდიშის" ადმინიტრაცია განცხადებას ავრცელებს:
 
ძვირფასო მეგობრებო!
 
მოგეხსენებათ, რომ "ფეისბუქი", როგორც თავისუფალი საჯარო სივრცე, არ ზღუდავს ერთმანეთის მსგავსი ან ანალოგიური პროფილების, გვერდებისა და ჯგუფების შექმნას, რითაც ბოროტად სარგებლობენ ცალკეული პირები. ცოტა ხნის წინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტელე- რადიო კომპანია "ოდიშის" სახელწოდებით შექმნილია ყალბი პროფილიhttps://www.facebook.com/nino.gvasis, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა პირებს და ჩვენი სახელით წერს მათ წერილებს ინბოქსში, ასევე, ტოვებს განსხვავებული შინაარსის კომენტარებს. ტელერადიოკომპანია "ოდიში" აცხადებს, რომ კომპანიას და მის რომელიმე თანამშრომელს არანაირი შეხება არა აქვს აღნიშნულ პროფილთან. ჩვენი კომპანიის გვერდი "ფეისბუქზე" გახლავთ ეს:https://www.facebook.com/tvodishi ამასთან, ჩვენი კომპანია იწყებს ყალბი პროფილის დარეპორტების პროცედურას, მოგიწოდებთ, თქვენც დაარეპორტოთ ზემოთაღნიშნული ყალბი პროფილი, ხოლო "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მხრიდან ზომების მიღებამდე გთხოვთ, უარი თქვათ ამ პროფილთან მეგობრობაზე და უგულებელჰყოთ მის მიერ გამოგზავნილი, ნებისმიერი შინაარსის მესიჯი. 
 
 
პატივისცემით: ტელერადიოკომპანია "ოდიშის" ადმინისტრაცია

 

სიახლეები

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...