მთავარისიახლეებიკულტურააბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

Published on

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ. 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები.
”პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალება ეძლევათ. ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს. მაგალითად, არ დააჭირა შენახვის ღილაკს”, – განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, 11 აგვისტოს, 18:00 საათზე, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას. 
საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება.

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...