მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, თავისუფალი დემოკრატების'' მიერ მაჟორიტარებად წარდგენილი წევრები პარტიას ტოვებენ

,, თავისუფალი დემოკრატების” მიერ მაჟორიტარებად წარდგენილი წევრები პარტიას ტოვებენ

Published on

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორში თამაზ შიოშვილის ნაცვლად ირაკლი ალასანია იქნება. განცხადება ამის შესახებ ალასანიამ რამდენიმე წუთის წინ გორში, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ალასანიას თქმით თამაზ შიოშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, რაც თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმით მისთვისაც და პარტიისთვისაც მტკივნეული ფაქტი იყო.
"ყველა ვაკეთებთ საკუთარ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება, მე პირადად ვიყრი გორში კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებთ გორში და ეს არ იქნება მარტო გორში, ამას ექნება სერიოზული გავლენა შედეგზე რომელსაც ერთად თავისუფალი დემოკრატები ამ ოქტომბერში მივაღწევთ,"-აცხადებს ირაკლი ალასანია.
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმაა დღეს, გორში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა კომენტარები უკვე წარდგენილი მაჟორიტარების მიერ პარტიიდან  წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე :
”მე გუშინ მქონდა შეხვედრა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ყველას ვუთხარი – ვისაც კი იოტისოდენა ეჭვიც გაქვთ ჩვენს გამარჯვებაში, საკუთარ თავში, საკუთარ გამარჯვებაში, შეუძლიათ დღესვე დატოვოს ჩვენი რიგები. დახევის, ეჭვის გაღვივების ფუფუნება და ადგილი ჩვენ არ გვაქვს. ეს არის რთული ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ და ისევ და ისევ უკეთესი მომავლისთვის”, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისათვის, ცალკეული საინფორმაციო საგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ პარტია დატოვა, აგრეთვე, თბილისის კრწანისის რაიონში წარდგენილმა დეპუტატობის კანდიდატმა .

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...