სამტრედიის რაიონის სოფელ ჯიხაიშში, მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მდინარეში საბანაოდ შესული ერთი ძმა იხრჩობოდა და მეორე ძმა წყალში მის საშველად შევიდა. მდინარიდან გამოსვლა ვერც ერთმა მათგანმა ვეღარ მოახერხა. გარდაცვლილები 18 და 21 წლისები არიან. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სიახლეები
სიახლეები
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...
სიახლეები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...
სიახლეები
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...
საზოგადოება
გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს
საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...