მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ამომრჩევლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს

პრეზიდენტი ამომრჩევლის, განსაკუთრებით, ახალგაზრდების გასააქტიურებლად საარჩევნო კამპანიას იწყებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლის გასააქტიურებლად დღეიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს. როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში განაცხადა, ეს კამპანია არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი, არამედ მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდეს. 
 
”ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი და განმსაზღვრელი არის ამომრჩევლის აქტიურობა. ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნებს ვერანაირად შეადარებ 2012 წლის არჩევნებს. ”ახლა არის თვისობრივად უკეთესი საარჩევნო გარემო. კორცხელთან დაკავშირებით, რომელზეც არაერთხელ გავაკეთე განცხადება, მაწუხებს არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ სამართალდარღვევაზე რეაგირება. 2012 წელს კორცხელი იყო ყოველდღე. მუდმივად ხდებოდა მედიის შეზღუდვა, მუდმივად ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, რაც სამწუხაროდ მაშინ პოლიტიკოსებში იყო. მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
მისივე თქმით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მოწოდებული იყო სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად, 2016 წლის არჩევნებში კი ამომრჩეველი ირჩევს ”არა ვიღაცის შესაცვლელად, არამედ ვიღაცის ასარჩევად”. 
 
”ჩვენ ვიყავით გაერთიანებულები ვიღაცის შესაცვლელად. ეს ადეკვატურიც იყო, რადგან საჭირო იყო დიდი ეფექტური გაერთიანება თავისი ლიდერით. წელს აღარ გვაქვს არჩევნები ვიღაცის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც თავის საარჩევნო პოზიციაზე დგას და ეს არ არის ორპოლუსიანი არჩევნები. აქ მარტო ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალები” აღარ ებრძვიან ერთმანეთს. აქ არის ”ქართული ოცნება”, რომელსაც სერიოზული შესაძლებლობები აქვს, აქ არის ”ნაციონალური მოძრაობა”, აქ არიან სხვა პარტიები – ”თავისუფალი დემოკრატები”, ბურჭულაძის პარტია. მოთამაშეები გვაძლევენ საშუალებას ავირჩიო რომელია ჩემთვის მისაღები, შევხედო როგორ ისაუბრებენ კონკრეტულ თემატიკაზე, რას გვეტყვიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ჩვენ ვირჩევთ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ – ვიღაცას. ამომრჩეველი პასიურია, სირთულეებია, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური გარემო”, – აღნიშნა პრეზიდენ

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...