მთავარისიახლეებიპოლიტიკაშტაინმაიერი - არ მჯერა, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს,...

შტაინმაიერი – არ მჯერა, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს, რომელიც ნატო-ს ალტერნატივა გახდება

Published on

თურქეთ-რუსეთის დაახლოება ნატო-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.„კარგია, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ჩვენ დაახლოებას ვხედავთ. ამასთანავე, მე არ მჯერა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახდება, რომ რუსეთი თურქეთს უსაფრთხოების სფეროში ისეთ პარტნიორობას შესთავაზებს, რომელიც ნატო-ს ალტერნატივა გახდება“, – განაცხადა შტაინმაიერმა. დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა. ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თურქულმა ავიაციამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

სიახლეები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...