მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოდესაში პრესკონფერენცია ჩაატარა

მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოდესაში პრესკონფერენცია ჩაატარა

Published on

  დღეს ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა , მისინთქმითაგვისტოს ომის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აცნობა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, რომ რუსეთის მიზანი საქართველოს სრული განადგურება იყო.
“როდესაც რუსეთი შემოვიდა, მეორე დღეს ჩემთან ამერიკის ელჩი მოვიდა და მითხრა: კონდოლიზა რაისმა ჰკითხა ლავროვს, რა იყო მათი მიზანი საქართველოში შეჭრის დროს. მე ვკითხე, რა უპასუხესმეთქი და: „საქართველოს სრული განადგურებაო”. მათ ქართველი ერის განადგურება სურდათ და ამას არც კი მალავდნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომის დროს „გადარჩა“ – უკრაინის დახმარება იყო.
„უკრაინაში ვამზადებდით ჩვენს სამხედრო სპეციალისტებს. უკრაინამ მოგვცა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელსაც სრულიად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა შეჭრის პირველ დღეებში. უკრაინამ გადმოგვცა „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს სისტემები, რომელთა საშუალებით ჩვენ 12 რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22 მ-3, რომელიც მანამდე არავის არასდროს არ ჩამოუგდია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
ოდესის გუბერნატორის თქმით, როდესაც ამბობენ, რომ კონფლიქტის ინიციატორი საქართველო იყო, ბევრს ავიწყდება, რომ რუსული შავი ზღვის ფლოტის ხომალდებმა უკრაინული წყლების დატოვება 2008 წლის აგვისტომდე დაიწყეს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...