მთავარისიახლეებიპოლიტიკააგვისტოს ომში დაღუპული დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

აგვისტოს ომში დაღუპული დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

Published on

2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლისთავზე ომში დაღუპული დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და საფლავი გვირგვინებით შეამკეს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ასევე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართვლელოს უახლეს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თენგიზ გუნავას განცხადებით, საქართველო ბრძოლას აგრძელებს.„ თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდტმა ირაკლი ჩიქოვანმა  8 აგვისტოს ერთ-ერთი უმძიმესი დღე უწოდა.”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ ეს არის ტრაგიკული თარიღი.2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. 

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...