ზუგდიდში, ყოფილი საკონსერვოს ტერიტორიაზე, ბუკიას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში მერიის ინიციატივით კორპუსის სახურავის გამოცვლა დაიწყო. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, სამუშაოების შესრულებისას მოსულმა წვიმამ მეცხრე სართულზე მათი საცხოვრებელი ფართი დააზიანა, წვიმამ ჭერი ჩამორეცხა და დაზიანებული ადგილები შესაკეთებელია. დაზარალებული მოსახლეების განცხადებით, ისინი ქალაქის მერს ირაკლი გოგოხია შეხვდნენ, მიიღეს პირობა, რომ ზარალს აანაზღაურებდნენ ან დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდნენ, თუმცა მათი განცხადებით, ამ დრომდე არც ერთი პირობა არ შესრულებულა.აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანია “ოდიში” სიტუაციის გარკვევას ქალაქის მერიაში შეეცადა. მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ ტელეკომპანიას სატელეფონო კომენტარი მისცა.დაზარალებული მოქალაქეების განცხადებით, დაზიანებული ადგილები აუცილებლად უნდა შეკეთდეს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე შეხვედრას მომავალში არ გამორიცხავენ.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაბუკიას ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი ქალაქის მერიისგან სახურავის შეკეთებას ითხოვს.
ბუკიას ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი ქალაქის მერიისგან სახურავის შეკეთებას ითხოვს.
სიახლეები
სიახლეები
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო
2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გუშინ,...
საზოგადოება
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი
ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...
საზოგადოება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება
“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება
7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...