მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქართულ ოცნებას პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქართულ ოცნებას პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

Published on

„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაცია ქართულ ოცნებას პარტიის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კონკრეტული გვარები დაასახელა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუამ, რომელთა მხრიდანაც ზეწოლის შედეგად თოდუას განცხადებით, მოხდა ფრაქციის დაშლა.ბრიფინგზე ასევე ითქვა ისიც, რომ ზეწოლა  ხდება  დაახლოებით  თვეზე მეტია გამგეობის რესპუბლიკელ თანამშრომლებზეც .„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად დაიწყო საარჩევნო კამპანია. ისინი ახორციელებენ ზეწოლას ჩვენი პარტიის წევრებზე. დღეს საკრებულოს ორ წევრზე განხორციელდა ზეწოლა. „ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერებმა ფაქტიურად ძალის გამოყენებით დაშალეს ფრაქცია „რესპუბლიკელები“. გამოწვევა მიღებულია.“- განაცხადა გიორგი თოდუამ  რესპუბლიკელების ბრალდებებზე საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ კომენტარი არ გააკეთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ასევე მაჟორიტარმა კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, რომ არანაირი ზეწოლა არც ერთი პარტიის წევრთან მისი მხრიდან  არ ყოფილა და ასეთი რამ პირველად მოისმინა, კომენტარზე უარი განაცხადა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამაც.რაც შეეხება პარტიის უკვე ყოფილ წევრს თემურ მარკოზიას, ზეწოლის ფაქტს უარყოფს, რევაზ თორდიასთან კი დაკავშირება ვერ ხერხდება.შეგახსენებთ, რომ დღეს „ფრაქცია რესპუბლიკელების“ წევრებმა რევაზ თორდიამ და თემურ მარკოზიამ ფრაქცია დატოვეს და ქართულ ოცნებას შეუერთდნენ.მანამდე კი პარტია კიდევ ორმა წევრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინოთოლორაიამდაგამგებლისწარმომადგენელმასოფელცაცხვში მაია ესებუამ დატოვეს.
 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....