მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე - უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს პროფესიონალების...

გიორგი ვაშაძე – უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს პროფესიონალების დრო

Published on

ჩვენი პოლიტიკური ბლოკი ერთიანდება სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გარშემო: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი, – ამის შესახებ საარჩევნო ბლოკ ”ვაშაძე, ჯაფარიძე , ახალი არჩევანის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბლოკის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბლოკი შეძლებს საქართველოს ფეხზე დაყენებას. ”ჩვენ გთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გაორმაგდეს მაგალითად საქართველოს ეკონომიკა, გთავაზობთ, რომ საქართველოს ჰქონდეს პერსპექტივა იმისთვის, რომ ვიყოთ ძლიერები და განვითარებულები. ჩვენი პოლიტიკური ბლოკი ერთიანდება სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გარშემო: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი. ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების და არა პიროვნებების გარშემო. საქართველოში უნდა დამთავრდეს ლიდერომანია, გმირების ძიება და უნდა დადგეს გუნდების და პროფესიონალების დრო, რომლებიც ქვეყანას შესძენენ სრულიად ახალ პერსპექტივას. ამ გუნდით, ჩვენი გუნდით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს დაყენებას ფეხზე და 8 ოქტომბერს შევძლებთ მაღალი შედეგი ვაჩვენოთ”, – განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, ახალი ბლოკი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სრულიად ახალ პერსპექტივას. 
”მთელი საქართველოს მასშტაბით არის უამრავი პრობლემა, პრობლემებია უმუშევრობის, იმედგაცრუების კუთხით. სამწუხაროდ, უუნარო ხელისუფლება ამ გამოწვევების წინაშე კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ხედვა, გეგმა და არ იციან რა უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას. ჩვენ გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის, როგორც ამას გარკვეული პოლიტიკური ძალები აკეთებენ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის. ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და დაპირისპირების ტალღაზე მოსული პოლიტიკური ძალები, ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის პრობლემები, რომლებსაც ქვეყანას აქვს და სრულიად ახალი ენერგიით, სრულიად ახალი ენთუზიაზმით, სრულიად ახალი გუნდით უნდა დავიწყოთ განვითარება უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. დღე საქართველოში ყველა კუთხეში ვხვდებით გულგატეხილ ადამიანებს. ჩვენ ამ ადამიანებს გატეხილი გული უნდა გავუმთელოთ, ამიტომ ვერთიანდებით ამ პოლიტიკურ ბლოკში”, – აღნიშნა ვაშაძემ. 

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...