მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,მესაზღვრე'' მკვლელი კვლავ დაუსჯელია – აფხაზები თბილისს მიუღებელ პირობებს...

,,მესაზღვრე” მკვლელი კვლავ დაუსჯელია – აფხაზები თბილისს მიუღებელ პირობებს უყენებენ

Published on

ქართული მხარე კვლავ უშედეგოდ ითხოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტული ნაბიჯები არ არის გადადგმული და ოთხოზორიას მკვლელი, კვლავ შინა პატიმრობაში იმყოფება. ''
 
ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაისვა გალში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გუშინდელ შეხვედრაზე, მაგრამ უშედეგოდ.  

 როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი,  ”ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აფხაზური მხარე უარს აცხადებს და მისი მხრიდან ადგილი აქვს საკითხის პოლიტიზების მცდელობას. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ითხოვენ გარკვეული სახის იურიდიულ თანამშრომლობას, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.
 
შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემები, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა. ქართული მხარის ინფორმაციით, არსებობს მინიშნებები გარკვეული სახის პროვოკაციული ქმედებების შესახებ, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს.''
 
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გრძელდება მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზე- განმარტავენ უწყებაში. 
 
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯას – საქართველო ამ საკითხს კიდევ ერთხელ დასვამს ჟენევის მოლაპარაკებათა შემდეგ რაუნდზე .

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...