მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანმა დაღუპულ მეამბოხეთათვის ,,მოღალატეთა სასაფლაო'' გახსნა

ერდოღანმა დაღუპულ მეამბოხეთათვის ,,მოღალატეთა სასაფლაო” გახსნა

Published on

თურქული გამოცემა  Yeni Safak ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერდოღანმა დაღუპული მეამბოხეებისთვის ცალკე სასაფლაო გააკეთებინა და მას Hainler Mezarlığı, ანუ "მოღალატეთა სასაფლაო" დაარქვა. სასაფლაო გაიხსნა სტამბოლის ერთერი  რაიონის ფენდიქის  ტერიტორიაზე. აქ  პირველი დაიკრძალა  ასმეთაური მეჰმეთ ქარაბექირი, რომელიც მეამბოხეთა მხარეს იბრძოდა და შეტაკებაში დაიღუპა. 
სასაფლაოზე მისულმა სტამბოლის მერმა ქადირ თოფბაშმა პირდაპირ  იქიდან მოუწოდა ხალხს მივიდნენ და დაწყევლონ მოღალატეები, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს თანამემამულეები,  რათა მათმა სულმა ვერასოდეს ჰპოვოს მოსვენება და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაინთქას. 
 
 
თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველომ აკრძალა რელიგიური რიტუალების ჩატარება დაღუპულ მეამბოხეთა დაკრძალვისას და მათი მოხსენიება ლოცვებში გარდაცვლილთათვის.
 
 
 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...