მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძემ ამერიკელ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა

პაატა ბურჭულაძემ ამერიკელ კონგრესმენებს ინფორმაცია მიაწოდა

Published on

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს წინასაარჩევნო პერიოდზე მიაწოდა ინფორმაცია. პაატა ბურჭულაძე მათ ფილადელფიაში შეხვდა, სადაც მსოფლიო ლიდერთა ფორუმი მიმდინარეობს.სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ფორუმში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.“გავაცანით რა სიტუაციაა დღეს საქართველოში, როგორ მიდის არჩევნების წინ მზადება და რაც მთავარია, ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა გუნდმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა გიორგი რუხაძემ განმარტა, რომ ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების აუცილებლობას და კანონის უზენაესობას.„სწორედ, ვაშინგტონის და თბილისის ინტერესებშია, რომ საქართველოში ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში,“ – აღნიშნა რუხაძემ.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...