მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ითხოვს პასუხს კითხვაზე, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახი კალაძეს

პრეზიდენტი ითხოვს პასუხს კითხვაზე, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახი კალაძეს

Published on

უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროსს – ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.ეკა მიშველაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პრეზიდენტის დამოკიდებულებაზე კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.მისი თქმით, პრეზიდენტის არა ერთი მოწოდებისა, კორცხელში მონაწილე პირებისადმი არ მომხდარა სამართლებრივი რეაგირება.„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება. მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩდნენ, რაზეცქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით."პრეზიდენტი მიიჩნევს და ამის თაობაზე ჩვენ არა ერთხელ გაგვიკეთებია ჩვენ განცხადება, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება. პრეზიდენტის აზრით,  უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან ქართული ოცნების შტაბის უფროსს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ. 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...