მთავარისიახლეებიმსოფლიოთავდასხმა სენტ-ეტიენის ეკლესიაზე - მოკლულია მღვდელმსახური

თავდასხმა სენტ-ეტიენის ეკლესიაზე – მოკლულია მღვდელმსახური

Published on

უცხოური მედიის ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე საფრანგეთის ქალაქ სენტ-ეტიენ დუ რუვრეს ეკლესიაში წირვის  დროს უკანა შესასვლელიდან შეიჭრა  დანებით შეიარაღებული ორი მამაკაცი, მათ   მძევლად აიყვანეს ხუთი ადამიანი –  კიურე,  ორი მონაზონი და მრევლის წევრები, რომელთაგან ერთი –   მღვდელმსახური მოკლულია, მას დანით ყელი აქვს გამოჭრილი.   საავადმყოფოში არიან გადაყვანილი დაჭრილი მძევალი და პოლიციელი. სენ ეტიენ დიუ რუვრეში უკვე გაემგზავრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. 

ლე ფიგაროს ცნობით,  ერთ-ერთმა მონაზონმა, მძევლად აყვანილთაგან განსხვავებით, შესძლო გაქცევა და თავდასხმის შესახებ ხმა მიაწვდინა ადგილობრივ პოლიციას. ადგილზე გაგზავნილმა სწრაფი რეაგირების რაზმმა  ალყაში მოაქცია თავდამსხმელები, მოლაპარაკებებისა და მცირე შეტაკების შემდეგ, რომელიც ერთ საათე ნაკლებ ხანს  გაგრძელდა, სამართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისად, უცნობია თავდასხმის მოტივიც. თუმცა არის ამ მხრივ  საგულისხმო ფაქტიც – თვითმხილველთა განცხადებით, ეკლესიაში შეჭრის დროს თავდამსხმელები ალაჰის სადიდებელ სიტყვებს გაყვიროდნენ. 
 

 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...