მთავარისიახლეებისაზოგადოებაზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა

Published on

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge დღეს განთავსდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს 12:00 საათიდან ყველა აბიტურიენტს საშუალება აქვს საკუთარი ნაშრომები ნახოს. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გაგება მოკლეტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, ამისთვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93 333, შედეგის მოკლეტექსტური შეტყობინების მიღების საფასური 50 თეთრია. „ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტებს 4 ვარიანტად შევთავაზეთ. თითოეული ვარიანტი ჩვენი აბიტურიენტებისთვის საშუალო სირთულის აღმოჩნდა. ვარიანტების სირთულეებს შორის ძალიან მცირე განსხვავებაა. სამ ვარიანტში საშუალო მაჩვენებელი 48%-ია. 2%-ით ნაკლებია ერთ-ერთ – მესამე ვარიანტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადი უნარების მესამე ვარიანტი ოდნავ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ ვარიანტში 24 ქულა და მეტი არის გამსვლელი. პირველ, მეორე და მეოთხე ვარიანტში გამსვლელი ქულა 24 და მეტია. რაც შეეხება მესამე ვარიანტს, გაიგივების პროცედურის შემდეგ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტი იქნება“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა. მისივე ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა. აღნიშნულ გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარის დაძლევა დაახლოებით 6 000-მა აბიტურიენტმა ვერ მოახერხა. „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ 1 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. 

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...