მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ოპონენტებად აღიქვამს

ხელისუფლება მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ოპონენტებად აღიქვამს

Published on

 პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადება იმის შესახებ, რომ მისი ოჯახის წევრზე გარკვეული სამართალდამცავების ჩართვით, ზეწოლის მცდელობა განხორციელდა,  აქტიურად განიხილება პოლიტიკოსების, ექსპერტების წრეებსა და ა და ფართო საზოგადოებაში. 
 
სახალხო დამცველი პრეზიდენტის ამ განცხადებას საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს უწოდებს და დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.  "ბრალდებები იყო საკმაოდ სერიოზული. ამიტომ, აუცილებელია ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძება. გასაგებია, რომ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, მე არ ვიცი პრეზიდენტი გულისხმობდა ამ კონკრეტულ ინციდენტს თუ სხვა გარემოებებს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ასეთ ბრალდებებს აყენებს, აუცილებელია გამოძიების ჩატარება დაუყოვნებლივ," – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.  
 
 პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, პაპუაშვილს პროკურატურისთვის არ მიმართავს და მისი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია. ". ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს დაუფიქრებლად მოუვიდა ამ განცხადებების გაკეთება. როგორც პრეზიდენტს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ჯერ კიდევ თავის განცხადებებამდე ევალებოდათ თავის თანამდებობიდან გამომდინარე, მიემართათ პროკურატურისთვის, “ – განცხადა ვოლსკიმ.
 
“პრეზიდენტის განცხადება იყო საგანგაშო ჩვენი საზოგადოებისთვის და მართლაც სკანდალური. ამასთან დაკავშირებით სრულიად არაადეკვატური განცხადებები ჰქონდა მთავრობის და უმრავლესობის წევრებს, იყო სამარცხვინო განცხადებები. პროკურატურის განცხადება რეალურად ადასტურებს პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი ოჯახის წევრებზე რეალურად არის ზეწოლა“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.
 
თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ,,უკარგია, რომ პროკურატურამ დღეს გააკეთა შესაბამისი განცხადება და დაიწყო გამოძიება. ვითხოვთ ერთ რამეს, რომ გაჩნდეს იმის განცდა ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელისთვის ისჯება და ვინც არ უნდა იყოს, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის“ – აღნიშნა პეტრიაშვილმა .
 
არაადეკვატურად აფასებს უმრავლესობაში გაკეთებულ განცხადებებს ექსპერტთა ნაწილი. მათი აზრით, მმართველი გუნდი კვლავ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას აგრძელებს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზეწოლის თაობაზე მარგველაშვილის განცხადება იყო იძულებითი ნაბიჯი. მათი თქმით, ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება უნდა მოყოლოდა, ვიდრე პრეზიდენტი საჯაროდ განაცხადებდა ზეწოლის შესახებ. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ხელისუფლება მარგველაშვილს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ოპონენტებად აღიქვამს.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს უყურებს, როგორც ოპონენტს.
„თავის დროზე რომ ყოფილიყო ადეკვატური რეაგირება ან ერთ თემაზე, ან მეორეზე ან კიდევ სხვა საკითხებზე, ბუნებრივია, პრეზიდენტს არ დასჭირდებოდა ამ განცხადების გაკეთება. რაც შეეხება პოლიტიკოსების შეფასებებს, საერთოდ არაადეკვატურები არიან მე მგონი. არაპროფესიონალიზემი, არააკომპეტენტურობა, არაადეკვატურობა. შსს-ს განცხადებას, რომ გავეცანი, ეს საერთოდ კატასტროფა იყო. კომუნისტების დრო გამახსენდა. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ეს სიტყვების რახარუხი. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არა თუ პრემიერმინისტრი ზის ტყემალზე, მე მგონი შინაგან საქმეთა მინისტრიც გვერდით უზის ამ ტყემალზე,“- განაცხადა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელმა, გია ხუხაშვილმა.
 

სიახლეები

მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად სავარაუდოდ საკორდინაციო საბჭო შეიქმნება

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები მედიკამენტებზე ფასების შემცირების გზებზე მსჯელობენ. როგორც "ავერსის დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ ფასების...

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტრო სადენები...

დანაშაული აღიარა – პროკურატურა ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ილია ღუდუშაურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო...

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...