მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში ამბასადორიალი დაიწყო

თბილისში ამბასადორიალი დაიწყო

Published on

დღეს დილით, თბილისში ამბასადორიალი – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა დაიწყო.  
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა , დაგეგმილია პრემიერ მისიტრისა და   საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც.
 
ამბასადორიალის დღის წესრიგშია  ქართული დიპლომატიის წინაშე მდგარი   გამოწვევების განხილვა,      როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ,, განსაკუთრებულად იქნება აქცენტირებული სტრატეგიულ კომუნიკაცია, ასევე პოზიციები, რომელიც ეხება ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებას, საქართველოს მეტად პოზიციონირებას საერთაშორისო მასშტაბით. პირველად გაიმართება ასევე დიპლომატებისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრა ამბასადორიალის ფარგლებში''.
 
განცხადება გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩმაც. იან კელი ამბობს, რომ რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე, მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია. 
„მნიშვნელოვანი მოვლენაა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების შეკრება, რომლებიც განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს და იმას, თუ როგორაა წარმოჩენილი მათ ქვეყნები. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულ საჭიროებას იძენს რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ რთული პრობლემების გადაჭრის გზებზე," – აღნიშნა იან კელიმ.  

სიახლეები

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...

ცხოველთადამცველები სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვენ

"ჩვენ ვითხოვთ სტერილიზაციის კამპანიის სრულად ჩატარებას და სტერილიზაციისთვის წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას. 2025 წელს...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი (არასათანადო მოპყრობის თაობაზე) დაარეგისტრირა. ამის შესახებ...