მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ხიდაშელი - მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი

თინა ხიდაშელი – მეც ვიყავი ბინძური შანტაჟის და დადგმული სპექტაკლის ერთ-ერთი მსხვერპლი

Published on

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი პროკურატურას რამდენიმე კითხვით მიმართავს. მათ შორის, როგორც თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია ”რუსთავი2”-თან საუბრისას განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რატომ ფორმდება საპროცესო შეთანხმება ადამიანებთან, რომლებიც მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილეობდნენ.”მე მოთმინებით ველოდები გამოძიების დამთავრებას იმიტომ, რომ მეც ვიყავი ამ ბინძური შანტაჟის, დადგმული სპექტაკლების ერთ-ერთი მსხვერპლი. ველოდები პასუხს პროკურატურისგან. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იმ ადამიანებს, ვინც პირველ ეტაპზე დააკავეს, საპროცესო გარიგებით უშვებენ. მე სწორედ ამასთან დაკავშირებით დავუსვი რამდენიმე შეკითხვა პროკურატურას. არ შეიძლება როდესაც საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესია, ის არ დაკმაყოფილდეს და არ ვიცოდეთ, რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ადამიანებთან. ასეთ დროს ერთადერთი პასუხი არის ის, რომ ისინი აძლევენ პროკურატურას ჩვენებას იმაზე უფრო მაღალი სიკეთის დასაცავად, რის გამოც თვითონ არიან პასუხისგებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მათი მხრიდან საფრთხე ნეიტრალიზებულია თუ არა. ერთხელ თუ ჰქონდათ მათ წვდომა, შესაძლებელია ხვალ და ზეგ ისევ იყვნენ ისინი საფრთხის მატარებელნი. აქ ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი ზუსტად რაზე საუბრობდა, თუმცა იმ ინფორმაციიდან , რაც მედიაში იყო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმავე ხაზის გაგრძელებაა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...