მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მივიდა

ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მივიდა

Published on

აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მივიდა. ვარშალომიძემ უწყებაში შესვლამდე მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
 
„მიზეზი ყველამ კარგად იცით. ეს არის პროგრამა „სოციალური სახლი“, რომელიც ეხება სამი კატეგორიის სახლებს. ეს არის ავარიული სახლები, მეწყერსაშიში ზონიდან ხალხის ჩამოყვანა და ე.წ. „ოცნების“ ქალაქები, რომლებიც აჭარაში ბოლო 4 წლის განმავლობაში შეიქმნა. პროგრამა ითვალისწინებს ამ კატეგორიის ხალხისთვის ბინების გადაცემას. მოლოდინია ის, რომ ჩვენ ამ სახლებს მაინც ავაშენებთ“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
 
აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...