ერთი ადამიანი დაიღუპა გერმანიაში აფეთქების შედეგად. შემთხვევა ქალაქ ანს-ბახში მოხდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელი, 27 წლის სირიიდან დევნილი, რომელიც ერთი წელი გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა და უარი მიიღო.ინფორმაციას ამის შესახებ ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მან ანს-ბახის მუსიკალურ ფესტივალზე შესვლა ვერ მოახერხა, მოგვიანებით კი თავი ერთ-ერთი რესტორნის წინ აიფეთქა.მომხდარის შედეგად დაშავებულია 12 ადამიანი. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. მიმდებარე ტერიტორიიდან 2 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.ამ დროისთვის პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის აუღია. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ.
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...
სიახლეები
“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...
სიახლეები
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...
სიახლეები
საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...